ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე ესპანური გუნდების ცუდ სტარტზე კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, მისთვის ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩემპიონთა ლიგის დონე ძალიან გაიზარდა.
„ესპანური გუნდები ამ სეზონში უცნაურად თამაშობენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის შედეგები დიდი ხანია არ მაკვირვებს. 12 წელია ამ ტურნირში ვმონაწილეობ და დონის ამაღლებას ვგრძნობ. ყველა თამაში შეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი, თუნდაც დიდი გუნდებისთვის. ადრეც ვთქვი, რომ ამ ტურნირზე თამაშის მოგება ძნელია. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები გადიან, ფეხბურთელები ზეიმობენ. როდესაც ჯგუფური ეტაპის მატჩს იგებ, ზეიმობ, მეოთხედფინალში გასვლასაც ზეიმობ, ყოველი მატჩის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე გასახარია“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, ესპანეთი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სამი გუნდითაა წარმოდგენილი და ორი ტურის შემდეგ შედეგები საკმაოდ არასახარბიელოა - „ატლეტიკოს“ 4 ქულა აქვს, „რეალს“ 3, „სევილიას“ 2, „ვილიარეალს“ 1 და „ბარსელონას“ – 0.