ჭიდაობა

13:10 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: საქართველოს ნაკრები ოსლოში გაემგზავრა და შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში არიან ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), რომლებიც ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში გავლენ.

მსოფლიოს ჩემპიონატს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო 2 ოქტომბრიდან უმასპინძლებს. საქართველოს სახელით, კონკურენციაში ეს სპორტსმენები ჩაებმებიან:

57 კგ - გოგა ძიგუა

61 კგ - ბექა ლომთაძე

65 კგ - ედემი ბოლქვაძე

70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ - ავთანდილ კენჭაძე

79 კგ - ნიკა კენჭაძე

86 კგ - სანდრო ამინაშვილი

92 კგ - ირაკლი მწითური

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გენო პეტრიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე

მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, ლევან ჩერტკოევი, დავით პოღოსიანი

საქართველოს ნაკრები ოსლოში უკვე გაემგზავრა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

0.1243