ფეხბურთი

22:30 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინციდენტი "ანტვერპენი" - "აინტრახტის" მატჩში

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელშიც „ანტვერპენი“ და „აინტრახტი“ დაუპირისპირდნენ, ინციდენტი მოხდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბელგიელმა ფანებმა მოედანზე პეტარდები ისროლეს, რომლებიც გერმანელთა მეკარის კევინ ტრაპის ზურგსუკან დაეცა და მან რამდენიმე წუთის განმავლობაში დონება დაკარგა. ექიმების დახმარების შემდეგ ტრაპმა წამოდგომა მოახერხა და თამაშიც დაბრკოლების გარეშე გაარძელა.

აქვე გეტყვით, რომ ფრანკფურტელებმა მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს.

0.115439