საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ესპანეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ ჩემპიონატის მეოთხედფინალშია.
ქართველმა მოჭადრაკეებმა ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზეს და პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველომ ჯგუფში უკრაინის, ყაზახეთის, Fide Americas-ის, გერმანიის და პოლონეთის გუნდებს აჯობა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 5 მატჩიდან 8 ქულა დააგროვა, 3 შეხვედრა მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.
მეოთხედფინალში საქართველოს მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრებია, რომელმაც A ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.