ფეხბურთი

16:25 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგაზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა გაირკვა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ერთა ლიგის ოთხთა ფინალისთვის შემადგენლობა დაასახელა. „ფურია როხაში“ მან 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ, ისევე როგორც ევრო 2020-ზე, ახლაც მათგან არცერთი წარმოადგენს მადრიდის „რეალს“.

ესპანეთის ნაკრებს ორი დებიუტანტი ჰყავს - „ბარსელონას“ 17 წლის ფეხბურთელი გავი და "ვილიარეალის" თავდამსხმელი ხერემი პინო. შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი)

მცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), პედრო პორო (სპორტინგი, პორტუგალია), ერიკ გარსია (ბარსელონა), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), პაუ ტორესი (ვილიარეალი), სერხიო რეგილონი (ტოტენჰემი, ინგლისი), მარკოს ალონსო (ჩელსი, ინგლისი)

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პედრი (ბარსელონა), მიკელ მერინო (სოსიედადი), კოკე (ატლეტიკო), გავი (ბარსელონა), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი, ინგლისი)

თავდამსხმელები: ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პაბლო სარაბია (სპორტინგი, პორტუგალია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ხერემი პინო (ვილიარეალი)

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთი 6 ოქტომბერს, მილანში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე წყვილში ბელგია და საფრანგეთი ითამაშებენ. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან.

0.137971