ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, გადამწყვეტი ბურთი 95-ე წუთზე გაიტანა.
ESPN გვამცნობს, რომ ეს პორტუგალიელის 41-ე გამარჯვების გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაში, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
მეორე ადგილზე კრიშტიანუს ოდინდელი მეტოქე, ლიონელ მესია - 38 ანალოგიური გოლით.