ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „იუვენტუსთან“ მარცხის შემდეგ (0:1), „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ასეთ დონეზე სულელური შეცდომების დაშვება არ შეიძლება. გოლი მეორე ტაიმის მე-10 წამზე გავუშვით. საერთოდ, დაცვაში ძალიან ორგანიზებულნი ვართ და თითქმის ყოველთვის ნულზე ვთამაშობთ. დღეს კი უყურადღებობისთვის დაგვსაჯეს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ცოტა ზანტად ვირჯებოდით და დავიღალეთ. გადაწყვეტილებებსაც რთულად ვიღებდით.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.