„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლონდონის „ჩელსისთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ „ჩელსის“ საგოლე მომენტი არ შეაქმნევინა.
„მეზღვაურები, რომლებიც ქარიშხალში ხვდებიან, გამოსავალს ყოველთვის პოულობენ. დღეს ზუსტად ეს მოხდა, ევროპის ჩემპიონებთან შესანიშნავ მატჩში. შეგვიძლია ტექნიკურად უკეთ ვითამაშით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მეტოქეს თითქმის არ ჰქონია შანსი, მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ჩვენს კარში, ხოლო ჩვენ არაერთი სახიფათო კონტრშეტევა გვქონდა. ორ ტურში 6 ქულა და არცერთი გაშვებული გოლი გვაქვს, ეს კარგი ნაბიჯია პლეი-ოფისკენ.
თავიდან ვფიქრობდი, რომ სამი შემტევით უპირატესობა გვექნებოდა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე კიეზა თავდამსხმაში დამეყენებინა და მომავალში მას სწორედ თავდამსხმელის პოზიციაზე წარმოვიდგენ. „იუვენტუსმა“ უნდა ისწავლოს, როგორ მოიგოს ასეთ მატჩებში, როდესაც შედეგისთვის ბრძოლა აუცილებელია. ევროპის ჩემპიონის დიდი პატივისცემის მიუხედავად, შჩესნის გუნდის გადარჩენა არასდროს დასჭირვებია“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო ტურში კი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ დაუპირისპირდება.