საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ბენზემამ "შერიფთან" წაგებულ (1:2) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში გამოიჩინა თავი, ლიგაზე 72-ე გოლი გაიტანა და რაულ გონსალესს ერთი გოლით გაუსწრო.
ფრანგი ამჯერად რობერტ ლევანდოვსკის სამი გოლით ჩამორჩება. პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა (135), ხოლო მეორეზეა - ლიონელ მესი (121). ასევე, ბენზემამ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგის მე-17 სეზონში გაიტანა გოლი და მსგავსი შედეგი ლიონელ მესის აქვს.