ფეხბურთი

14:00 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის" კაპიტანი: "ახლა, ჩვენი მიზანი პლეი-ოფში გასვლაა"

ტირასპოლის „შერიფის“ კაპიტანმა ფრენკ კასტანედამ მადრიდის „რეალთან“ (2:1) ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ახლა მიზნად პლეი-ოფში გასვლა დაისახეს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„აქ გამარჯვება ოცნების ახდენაა. ბედნიერი ვართ და ამ გრძნობით ვტკბებბით. გვჯეროდა, რასაც ვაკეთებდით და ახლა ამის შედეგს ვხედავთ. აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით, არა დასასვენებლად, რადგან ვიცით ჩვენი ღირსების დაცვა. საბედნიეროდ, „რეალმა“ მომენტები ვერ გამოიყენა. პლეი-ოფში გასვლაზე ვოცნებობთ და საკუთარ თავს ამ ამოცანას ვუსახავთ. ახლა მთელი ყურადღება „ინტერთან“ მატჩზეა გადატანილი. ყველანაირად ვეცდებით, რომ კვლავ დადებით შედეგს მივაღწიოთ“, - თქვა კასტანედამ.

შეგახსენებთ, ტირასპოლის „შერიფი“ D ჯგუფს 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ მოლდოვის ჩემპიონს საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით 10 მატჩში მარცხი არ განუცდია (8 მოგება, 2 ფრე).

0.103