ავტოსპორტი

3:52 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენი - ნესტი ვიგრძენი და მაშინვე ბოქსებში შევუხვიე

სოჭის რბოლის ბოლო წრეებზე, წვიმამ ბევრი რამ აურია. რბოლა ლატარეას დაემსგავსა. არავინ იცოდა, წვიმა გაძლიერდებოდა, თუ გადაიღებდა. და ასეთ დროს, რეზინის გამოცვლა რისკთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთი პირველი, ვინ საშუალო წვიმის საბურავებზე გადასვლა გადაწყვიტა, კიმი რაიკონენი იყო.

41 წლის ფინელმა, როგორც კი იგრძნო, რომ ასფალტი სველდებოდა, მაშინვე ბოქსებში შეუხვია. და მან ამით ხუთი პოზიცია მოიგო და ქულების აღება შეძლო. არადა, „ალფა რომეო“ მიმდინარე სეზონში ქულებით განებივრებული არაა.

„ჩვენი რბოლა იმან გადაარჩინა, რომ საბურავების დროულად შეცვლა გადავწყვიტე. ვიგრძენი, რომ სინესტემ იმატა და მაშინვე ბოქსებისკენ შევუხვიე. ეს ჩვენ დაგვეხმარა. ჩვენ ასე ქულების აღება შევძელით. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ. მითუმეტეს, ასეთი რთული რბოლა გვქონდა. მშრალ ასფალტზე, ლიდერების ტემპი მქონდა, მაგრამ გასწრებაზე ოცნებაც არ შემეძლო. განსაკუთრებით მაშინ, როცა მატარებელივით ჩამწკრივებულები ვიყავით და ყველა DRS-ს იყენებდა“, - ყვება რაიკონენი, ვინც ამ სეზონის ბოლოს, ფ1-ს დატოვებს.

მისგან განსხვავებით, არ გაუმრთლათ ახალგაზრდა პილოტებს - ლანდო ნორისს და შარლ ლეკლერს, რომლებმაც შესაბამისად, ექვსი და შვიდი პოზიცია დაკარგეს. განსაკუთრებით ნორისს არ გაუმართლა, რომელმაც ლუის ჰამილტონთან ბრძოლაში, პიტ სტოპის შესრულება ბოლო წრემდე გადადო ლიდერობიდან, მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდა.

0.119262