საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სან დიეგოს ტურნირს გამოეთიშა.
ნიკოლოზი ასპარეზობაში 1/16 ფინალიდან ჩაერთო და იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდა, რომელთანაც ორ სეტში მარცხი განიცადა. პირველი სეტი სონეგომ 6:3 მოიგო, ხოლო მეორეში პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რამაც სეტის ბედი გადაწყვიტა - 6:4 იტალიელის სასარგებლოდ.
შეხვედრა საათსა და 21 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სონეგომ 12 ეისი მიითვალა და ორმაგი შეცდოამ არ დაუშვია, მაშინ, როცა ბასილაშვილს ეისი არ ჰქონია და ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ლორენცო სონეგო - ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:0 (6:3, 6:4)