ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები და კოპა ამერიკის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები 2022 წლის ივნისში ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ უეფამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
უეფასა და კონმებოლს შორის შეთანხმება შედგა, რაც არამარტო ამ ნაკრებების, არამედ ქალთა გუნდების, ფუტსალის მატჩების ჩატარებას, მსაჯების გაცვლას და ტექნიკურ სასწავლო პროგრამებს.
მატჩი ივნისში სანაკრებო ფანჯრის დროს გაიმართება, მაგრამ ჯერ უცნობია, ზუსტი თარიღი და მასპინძელი ადგილი.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა და არგენტინის ნაკრებმა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ტიტული ივლისში მოიპოვეს.