კალათბურთი

23:05 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ტრავმირებულია და 5-6 კვირა ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და „ლენოვო ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ტრავმირებულია. ლიგა ენდესას ვებგვერდის ცნობით, შერმადინმა ზურგის ტრავმა მიიღო და უქმობა 5-6 კვირა მოუწევს.

შერმადინის პარკეტზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია და ეს დაზიანების ევოლუციაზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოდ კი ის 5-6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

შერმადინმა ტრავმა „ბილბაოსთან“ მატჩში მიიღო, რომელთანაც საუკეთესო იყო და საკუთარ გუნდს 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები აქვს გასამართი და უცნობია, მოახერხებს თუ არა შერმადინი მანამდე გამოჯანმრთელებას.

0.113169