ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპესა და ნეიმარის კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ამან უფრო დიდი ხმაური კლუბის გარეთ გამოიწვია, ვიდრე შიგნით.
„მბაპე და ნეიმარი ფანტასტიკური ბიჭები არიან. ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ინციდენტმა დიდი ხმაური გამოიწვია კლუბის გარეთ, მაგრამ შიგნით არაფერი იყო. ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან, ნახეთ, რომ ვარჯიშზე ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, მათ მეც ვესაუბრე“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ „მონპელიესთან“ მატჩის მიწურულს კამერებმა დააფიქსირეს მბაპეს სიტყვები, რომელიც მან იდრისა განა გეიეს უთხრა: „ეს მათხოვარი პასებს არ მაძლევდა“, - თქვა კილიანმა ნეიმარზე.
აქვე გეტყვით, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „მანჩესტერ სიტის“ 28 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.