ფეხბურთი

21:45 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა ვენის "რაპიდთან" ორი საგოლე პასი გააკეთა (+VIDEO)

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში ვენის „რაპიდთან“ მატჩში ორი საგოლე პასი მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელის ლიდერობით გრაცელებმა 3:0 მოიგეს. 38-ე წუთზე კიტეიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გატანა თვითონაც შეეძლო, მაგრამ ცარიელ კარში კელვინ იებოას გაატანინა და ანგარიში გაიხსნა. 82-ე წუთზე ოთარმა კიდევ ერთი შესანიშნავი პასით მეკარეს ივან ლუიბიჩი შეატოვა და მანაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. „შტურმი“ ბუნდესლიგაში 20 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 30 სექტემბერს, ევროპა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127501