რუსეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურში ყაზანის „რუბინი“ სტუმრად მოსკოვის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 65-ე წუთამდე ითამაშა და მერე მოედანი დატოვა.
ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ლეონიდ სლუცკიმ ვერ უხელმძღვანელა, ამის გამო პრესკონფერენციაზე მისი თანაშემწე ოლეგ ვერეტენიკოვი წარსდგა, რომელსაც კითხვა ხვიჩას შესახებაც დაუსვეს.
- ხედავთ პრობლემას მოტივაციასთან დაკავშირებით? ყველას ეგონა, რომ ის გუნდს დატოვებდა. შეიძლება ამან მასზე გავლენია იქონია? აშკარაა, რომ არ არის იგივე, რაც წინა სეზონში იყო...
- ვფიქრობ, რომ ამ კითხვის დასმა არც ღირს. ის მოტივირებულია. უბრალოდ ზუსტად იგივე პერიოდი აქვს, რაც დესპოტოვიჩს, ასევე ხანგრძლივი დაზიანება ჰქონდა, გამოჯანმრთელდა და ჯერჯერობით არ არის 100%-ით იდეალურ მდგომარეობაში. სწორედ ეს არ აძლევს საშუალებას, რომ ნათელი თამაში ითამაშობს, რისი ჩვენებაც მას შეუძლია“, - განაცხადა ვერეტენიკოვმა.
შეგახსენებთ, ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგაში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.