ფეხბურთი

15:31 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" დიბალა დაუშავდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო. არგენტინელი ფეხბურთელი გენუის „სამპდორიასთან“ მატჩში დაშავდა და მოედანი 21-ე წუთზე დატოვა.

იტალიური მედიის ცნობით, დიბალას კუნთის პრობლემა აქვს, მას უახლოეს საათებში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ცნობილი გაზდება ტრავმის ხარისხი. თუმცა, 29 სექტემბერს, ლონდონის „ჩელსისთან“ მისი თამაში თითქმის გამორიცხულია. პაულომ მოედანი თავისი ფეხით, მაგრამ თვალცრემლიანმა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა გენუელებთან შეხვედრაში მეათე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში დიბალას ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

0.104566