პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში, „ლივერპული“ „ბრენტფორდს“ სტუმრობდა და უხვგოლიან მატჩში - 3:3 დაუზავდა.
ანგარიში 27-ე წუთზე მასპინძელმა იტან პიმოკმა გახსნა, თუმცა ოთხ წუთში „წითლების“ პორტუგალიელმა დიოგუ ჟოტამ გაათანაბრა.
54-ე წუთზე სტუმრები მო სალაჰმა დააწინაურა. მაგრამ ვიტალი იანელტმა ისევ უპასუხა.
67-ე წუთზე კურტის ჯონსმა „ლივერპული“ ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ 82-ზე მასპინძელმა იოან ვისამ ისევ გაათნაბრა. საბოლოოდ - 3:3.
6 მატჩის შემდეგ 14 ქულით, „ლივერპული“ სათავეში უდგას გათამაშების ცხრილს. 9-ქულიანი „ბრენტფორდი“ კი მე-9 ადგილზეა.