სხვა

12:27 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის წარუმატებელი დღე - ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსის შანსი ისევ აქვს (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა ლევან გორგაძესთვის. ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა კირიბაიამას შეხვდა და სოტოგაკეს ილეთით დამარცხდა.

ორივე მათგანს ერთნაირი ბალანსი ჰქონდა და დადებითი შედეგის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. თუმცა, ჩვენებურს არ გაუმართლა. ორთაბრძოლა დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ 25 წლის მონღოლმა მავაშში ხელის ჩავლება მოახერხა და უკეთესს პოზიციაში აღმოჩნდა, რის შემდგომაც ტოჩი დოჰიოზე დასცა.

ეს წყვილის მე-6 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩინოშინმა 3 გამარჯვებით დაასრულა და ამდენივე შეხვედრა დათმო. ამრიგად, ლევანს მიმდინარე ბაშოზე ერთი ბრძოლა აქვს დარჩენილი და გამარჯვების შემთხვევაში დადებით ბალანსს გაინაღდებს. მისი მომდევნო მეტოქე კი ჯერჯერობით უცნობია.

0.117014