ავტოსპორტი

3:15 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენს ძრავი შეუცვალეს და რბოლას უკანა რიგებიდან დაიწყებს

როგორც მოსალოდნლი იყო, „რედ ბულმა“ თავის ლიდერ მაქს ფერსტაპენს, სოჭში ძრავი შეუცვალა. ოღონდ, ეს მანამ მოდა, სანამ გუნდი ამ საკითხს განიხილავდა. მთავარი ისაა, რომ ამის გამო, ჩემპიონატის ლიდერს რბოლის სტარტზე ადგილებს დაკარგავს.

ფერსტაპენისთვის ეს უკვე მეოთხე აგრეგატია. პირველს სეზონის დაწყებიდან იყენებდა, მეორეს კი - უნგრეთის რბოლიდამ. ერთი აგრეგატი, ლუის ჰამილტონთან სილვერსტოუნზე მომხდარი შეჯახებისას დაუზიანდა და ის აღარც გამოუყენებია. მეოთხე აგრეგატი კი სტარტზე ადგილების დაკარგვას ნიშნავს.

ფერსტაპენს სამი საჯარიმო პოზიცია იტალიიდან გამოჰყვა, სადაც ჰამილტონთან მომხდარ ინციდენტში დამნაშავედ სცნეს. როგორც ჩანს, გუნდმა გადაწყვიტა, რომ ძრავის გარდაუვალი შეცვლა, სოჭში შეასრულოს, რადგან ფერსტაპენს იქ ისედაც ადგილების დაკარგვა უწევს. ამასთან, პირველი თავისუფალი ვარჯიშის დროს, ფერსტაპენი ჰიბრიდული სისტემით უკმაყოფილო იყო. ამის გამო, მან მხოლოდ 13 წრის გავლა მოახერხა.

მოგვიანებით, გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა, ძრავის შეცვლა სულ სხვა გარემოებას მიაწერა. საქმე ისაა, რომ საკვალიფიკაციო რბოლის დროს, წვიმაა მოსალოდნელი, და გუნდს სურს, რომ ახალი ძრავის მუშაობა რბოლამდ, მშრალ ასფალტზე შეამოწმოს...

0.149431