კალათბურთი

1:45 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 19 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. კანარიელებმა მეორე ტურში საკუთარ მოედანზე მალაგას „უნიკახას“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 87:82 დაამარცხეს.

გამარჯვებაში საკმაო წვლილი შეიტანა შერმადინმა, რომელმაც 28:50 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა, რითაც თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ბრუნო ფიტოპალდოს ჩამორჩა.

„ლენოვო ტენერიგე“ ორი ტურის შემდეგ თითო მოგება/წაგებით მეათე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 25 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ გამართავს.

0.112499