ჩოგბურთი

1:19 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მან მერვედფინალში ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათი და 53 წუთი გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა უშანსოდ, 0:6 წააგო, მაგრამ ამის შემდეგ მობილიზება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებაც აწუხებდა. მეორე სეტი ქართველმა 6:4 მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტი სეტი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა - 7:6 ნიკოლოზის სასარგებლოდ ტაიბრეიკზე, რომელშიც მან 7:4 იმარჯვა.

ბასილაშვილმა 7 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. თითქმის ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა მის მეტოქესაც - 7 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა. ნიკოლოზი მეოთხედფინალში 24 სექტემბერს, გაელ მონფისს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ალეხანდრო დავიდოვიჩი ფოკინა 2:1 (0:6, 6:4, 7:6)

0.11726