ფეხბურთი

19:40 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერაში სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელი ნუნუ გახდა

ესპანეთის ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელი, “ვალენსიას” თავკაცი, ნუნუ ესპირიტო სანტო გახდა – იუწყება ესპანეთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

პორტუგალიელი სპეციალისტი “ღამურებს” სათავეში გასულ ზაფხულს ჩაუდგა და ბევრი მის დანიშვნას სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ ნუნუმ “ვალენსია” შესანიშნავად აათამაშა და 7 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

0.117069