საფრანგეთის ლიგა 1-ში, „ანჟერისა“ და „მარსელის“ მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს.
ყველაფერი „ოლიმპიკის“ ფანებმა დაიწყეს, რის შედეგადაც სიტუაცია უკონტროლო გახდა და ჩხუბი მინდორზე გაგრძელდა. გარკვეული დროის შემდეგ სიტუაცია განეიტრალდა სტადიონის დაცვისა და სტუარდების მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლიგა 1-ის თამაშზე ფანების დაპირისპირება მოხდა. იმავე „მარსელისა“ და „ნიცას“ შეხვედრაში კი ოლიმპიკელმა ფეხბურთელებმა ნიცელ ფანებთან იჩხუბეს.