ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში „ვალენსია“ „სევილიას“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და პირველივე ტაიმში გაუშვა გოლები.
მესამე წუთზე მას პაპუ გომესმა გაუტანა, მე-15 წუთზე ტონი ლატომ მიითვალა ავტოგოლი, მაგრამ ყველაფერი ჩაწოდებას მოჰყვა, ხოლო 22-ე წუთზე რაფა მირმა სხვაობა სამამდე გაზარდა. გიორგიმ ერთი სეივი მიითვალა და ამჯერად ნამდვილად არ უთამაშია უხარვეზოდ.
„ვალენსიას“ ექვს ტურში 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურსი კი 25 სექტემბერს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.