თურქეთის სუპერლიგის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და „დემირსპორს“ შორის დრამატული და სკანდალური გამოდგა, რომლის მთავარი გმირი მარიო ბალიტელი იყო.
იტალიელი ფორვარდი „დემირსპორის“ ღირსებას იცავს და მისი გუნდი სტამბოლელებთან 0:3 მარცხდებოდა, როცა მოედანზე შევიდა, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. „სუპერმარიომ“ 79-ე წუთზე შეძლო „ბეშიქთაშის“ კარში გოლის გატანა და იმ დროისთვის ანგარიში 2:3 გახადა.
მატჩის დასრულების შემდეგ კი ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა. ბალოტელიმ გოლი ემოციურად აღნიშნა სტამბოლური გუნდის მთავარი მწვრთნელის სერგენ იალჩინის გამო, რომელსაც თითებით ტვინისკენ მიანიშნა.
საქმე ისაა, რომ 2013 წელს, როცა მარიო "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა, "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" მატჩის შემდეგ იალჩინმა ერთ-ერთ ინტერვიუში მას "უტვინო" უწოდა. ამიტომაც, იტალიელმა თურქ მწვრთნელს ეს სიტყვები გაახსენა. თამაშის დასრულების მერეც, „ბალომ“ პროვოკაცია მოაწყო და ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა.
დრო გადის, ყველაფერი იცვლება - მარიო ბალოტელის გარდა...