ფეხბურთი

15:50 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ზინედინ ზიდანის მიწვევაზე ფიქრობს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად მიწვევის ვარიანტს განიხილავს. ფრანგმა სპეციალისტმა შესაძლოა მაურისიო პოჩეტინო შეცვალოს, რომელმაც გუნდი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა. ამის შესახებ El Chiringuito იტყობინება.

ზიდანმა ზაფხულში მადრიდის „რეალი“ დატოვა და ამჟამად უმუშევარია. აღსანიშნავია, რომ „ზიზუს“ სამწვრთნელო კარიერაში სხვა კლუბი ჯერჯერობით არ გაუწვრთნია.

მან „სამეფო კლუბს“ სხვა ტიტულებთან ერთად სამჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. რაც შეეხება პოჩეტინოს, პსჟ ლიგა 1-ში უდანაკარგოდ თამაშობს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობისთვის საზომი ჩემპიონთა ლიგაა, სადაც პირველ ტურში „ბრიუგეს“ ვერ მოუგო (1:1). ამიტომაც, არგენტინელი სპეციალისტის საკითხი შესაძლოა უახლოს ხანში გადაიხედოს.

0.112581