„ვისელ კობეს“ ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა დარწმუნებულია, რომ ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელობისთვის მზადაა. ამის შესახებ მან Goal.com-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ დიახ. თუ მკითხავთ წარმოვიდგენ თუ არა, ჩავის „ბარსელონას“ მწვრთნელი, გეტყვით - კი. ის ემზადებოდა და სწავლობდა „ბარსელონას“ მწვრთნელობას. მას აქვს რწმენა, რომ ამ გამოწვევად გაუმკლავდეს“, - თქვა ინიესტამ.
შეგახსენებთ, ჩავიმ 2020 წლის ზამთარში მშობლიური კლუბის გაწვრთნაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა, რომ მზად არ იყო. ესპანელი „ალ-სადიში“ 2019 წლიდან მუშაობს.