ფეხბურთი

20:56 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონკურენტთა უგოლო ფრე გორში და "დინამო ბათუმის" გამარჯვება თელავში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერთა შორის ქულათა სხვაობა უცვლელი დარჩა. „დინამო თბილისს“ „დინამო ბათუმმა“ გამარჯვებით უპასუხა და 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდა, რომელიც კარგ ფორმაში იყო და ადვილად ვერც ზღვისპირელებმა დაამარცხეს. მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-16 წუთზე გავიდა. ჯოვინოს დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ჯაბა ჯიღაურმა დაასწრო და როგორც გაირკვა გამარჯვების გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ბათუმელები შინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ. „დინამო ბათუმს“ 53 ქულით ლიდერის პოზიცია უკავია, „თელავი“ 25 ქულით პლეი-აუტის ზონაშია.

კიდევ ერთი მატჩი გორში გაიმართა, სადაც ევროთასების საგზურისთვის მებრძოლი გუნდები, „დილა“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ, მაგრამ გამარჯვებული არ გამოვლენილა. მცდელობის მიუხედავად, გოლი ვერცერთმა გუნდმა გაიტანა და ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. შედეგად, ეს გუნდები 40-40 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

„თელავი“ – „დინამო ბათუმი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჯიღაური (16)

„დილა“ – „საბურთალო“ 0:0 (0:0)

0.07675