ფეხბურთი

19:48 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" პოგბას კვირაში 400 ათას გირვანქა სტერლინგს სთავაზობს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოლ პოგბას შენარჩუნებას და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ყველანაირად ეცდება. The Sun-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ მზად არიან, ფრანგს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზონ.

წყაროს თანახმად, მანჩესტერელები პოგბას კვირაში 400 000 გირვანქა სტერლინგს სთავაზობენ, ახალი კონტრაქტის ღირებულება კი მთლიანობაში 121 მილიონი ევრო იქნება. „იუნაიტედი“ პოლთან კონტრაქტის განახლებას 5 წლით გეგმავს.

პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და შესაბამისად, ინგლისურ გუნდს ბევრი დრო არ აქვს მასთან შეთანხმების მისაღწევად. ფრანგ ნახევარმცველს მანკუნიანელთა რიგებში 2016 წლიდან ჩატარებულ 205 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი.

0.114279