სხვა

11:37 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოგების გემო გაიხსენა - ტოჩინოშინმა ჩიიონოს აჯობა (+VIDEO)

აკი ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტი მე-9 საშეჯიბრო დღეს მე-15 მაეგაშირა ჩიიონოს შეხვდა და იორიკირის ილეთით აჯობა.

თავდაპირველად ლევანის დოჰიოდან გადყვანას მეტოქე ცდილობდა, თუმცა, ჩვენებურმა ძალები მოიკრიბა და ეს თავად გააკეთა. ეს აღნიშნული წყვილის მეორე ორთაბრძოლა იყო ერთმანეთის წინააღმდეგ და მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა -1:1-ზე.

ტოჩის 9 დღის შემდეგ სექტემბრის სუპერტურნირზე 3 მოგების წილ 6 მარცხი აქვს. ტურნირის დასრულებამდე 6 დღე დარჩა, დადებითი ბალანსისთვის კი გორგაძეს 5 გამარჯვება სჭირდება.

ტოჩინოშინის მომავალი მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტობიზარუ იქნება, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვედრია და ორივე ბრძოლაში დამარცხდა, ხვალ კი ბალანსის შემცირების შანსი ექნება, რადგან ოპტიმალურ ფორმაში არც მეტოქე გახლავთ.

0.120522