სხვა

3:31 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანი პაკიაო ფილიპინების პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს

სახელოვანი მოკრივე მანი პაკიაო დათანხმდა წინადადებას, კენჭი იყაროს ფილიპინების პრეზიდენტობაზე. არჩევნებში, რომელიც მომავალი წლის მაისში ჩატარდბა, ის ფილიპინების დემოკრატიული პარტიის სახელით მიიღებს მონაწილეობას.

„მე მებრძოლი ვარ და ასეთად დავრჩები როგორც რინგზე, ასევე მის მიღმა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ბრძოლაზე უარი არასდროს მითქვამს. პრინციპის და ჩემი ქვეყნის სახელისთვის, მე ყოველთვის მზად ვარ“, - როიტერსთან საუბრისას განაცხადა 42 წლის პაკიაომ.

სახელოვანი მოკრივე 2010 წელს კონგრესმენი გახდა, 2016 წელს კი სენატორად აირჩიეს. პაკიაო კრივის ისტორიაში ერთადერთია, ვინც ჩემპიონი რვა კატეგორიაში გახდა. „ფორბსის“ მონაცემებით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ათლეტია.

პაკიაო ადრე ახლანდელი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს მოკავშირე იყო, მაგრამ შემდეგ მისი პოლიტიკა გააკრიტიკა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. პაკიაო აკრიტიკებს დუტერტეს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი და მის ანტი კორუპციულ პოლიტიკას. ამ კრიტიკის შემდეგ, პაკიაო მმართველი პარტიის ლიდერად აირჩიეს.

კონსტიტუცია დუტერტეს მეორე ექვსწლიანი ვადით პრეზიდენტობის უფლებას არ აძლევს. ამის გამო, ის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, რაც ბევრის აზრით, ქვეყნის მართვის გაგრძელების საშუალებას მისცემს. ფილიპინებში არსებული წესით, პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს ერთდროულად არ ირჩევენ.

პაკიაო, ვინც მოკრივეობამდე სიღარიბეში გაიზარდა, ირწმუნება, რომ ფილიპინების მთავრობა კორუმპირებულია და მათი უმეტესობა ციხეს იმსახურებს. მან ტვიტერზე დაწერა, რომ „დროა, მთავრობამ სამართლიანად, თანაგრძნობით და გამჭვირვალედ მართოს“.

როგორც ჩანს პაკიაო, ვისაც პროფესიონალურ კარიერაში, 72 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 62 მოიგო (39 ნოკაუტით), 8 წააგო და 2 ფრედ დაასრულა, რინგზე დაბრუნებას აღარ აპირებს.

0.146742