ფეხბურთი

10:26 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძემ უნგრეთის თასზე გოლი გაიტანა

უნგრეთის თასის 1/32 ფინალში გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ სტუმრად ადვილად დაამარცხა „ტიშჩაკეჩკე“ 3:0 და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და თავი მე-60 წუთზე გამოიჩინა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგის თვენახევარი ტრავმის გამო გაუცდა, ერთი კვირის წინ დაბრუნდა და უნგრეთის ჩემპიონატში გაიტანა, ახლა კი თასზეც შეძლო მეტოქის დამწუხრება.

შეგახსენებთ, გიორგი ბერიძე „უიპეშტში“ მეორე სეზონია თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.

0.113273