კალათბურთი

0:30 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ სეზონი გამარჯვებით დაიწყო და VTB ლიგის სუპერთასის ფინალში ითამაშებს

VTB ლიგის სუპერთასის ნახევარფინალში მოსკოვის ცსკა-მ „ლოკომოტივ ყუბანი“ იოლად, 91:78 დაამარცხა და ტიტულისთვის ფინალურ შეხვედრაში ითამაშებს.

თორნიკე შენგელიამ სეზონის პირველ შეხვედრაში 14:17 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 5 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

მოსკოვის ცსკა სუპერთასის ფინალში 19 სექტემბერს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ დაუპირისპირდება.

0.126266