ფეხბურთი

0:16 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიამ სადებიუტო გოლით "ჟილ ვისენტე" წაგებისგან იხსნა (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მეექვსე ტურში გიორგი აბურჯანიამ გოლი გაიტანა და „ჟილ ვისენტე“ წაგებისგან იხსნა. ქართველი ნახევარმცველის გუნდი სტუმრად „ბელენენსეშს“ შეხვდა და თამაში 1:1 დასრულდა.

მასპინძლები 83-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო აბურჯანია მოედანზე 3 წუთის შემდეგ გამოჩნდა, მაგრამ ეს მცირე დროც ეყო გუნდს შედეგიანად დახმარებოდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გიორგიმ სტანდარტის შემდეგ თავით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

გიორგი აბურჯანია „ჟილ ვისენტეს“ ზაფხულში შეუერთდა და სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა. მას პორტუგალიურ გუნდში მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული, ოთხივე შეცვლაზე (ჯამში 26 წუთი) და გოლი პირველად გაიტანა. „ჟილ ვისენტე“ კი სატურნირო ცხრილში 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

0.134006