პატრიკ ვიეირას ხელში „კრისტალ პალასი“ გადასხვაფერდა. თუნდაც წინა კვირას „ტოტენჰემთან“ გამარჯვება გავიხსენოთ. ბოლო რვა დაპირისპირებისას, „ლივერპულს“ „არწივებთან“ პრობლემა არ ჰქონია. ამჯერად კი გაუჭირდა. მართალია, 3:0 მოუგო, მაგრამ სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და კინაღამ ანგარიშიც გახსნეს. მასპინძლები მეკარე ალისონმა და ძელმა გადაარჩინა.
ნელ-ნელა „ლივერპულმა“ ინიციატივა მოიპოვა, თუმცა დრო გადიოდა და პირველ ნახევარში არავინ აღარფერს ელოდა, როცა სადიო მანემ გახსნა ანგარიში. ეს სენეგალელის მერსისაიდული კლუბის მაისურით გატანილი მე-100 გოლი გამოდგა. თან სარეკორდოც - მან ზედიზედ მეცხრე შეხვედრაში გაუტანა „კრისტალ პალასს.“
მანესთვის ეს წარმატება ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანი გახლდათ. ბოლო დროს ჩვეულად ვეღარ ყოჩაღობს და ხანდახან სათადარიგოთა სკამზეც ხვდება ხოლმე. ასე რომ...
და კიდევ, შედგა „წითლების“ ერთადერთი ახალწვეულის, 22 წლის ფრანგი ცენტრალური მცველის, იბრაჰიმა კონატეს დებიუტი, რომელშიც ზაფხულში წითლებმა 36 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
„სიტიმ“ „საუჰემპტონს“ ვერ აჯობა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
ჩისკოს „უოტფორდმა“ კი პრემიერლიგაში მეორედ მოიგო. ალბათ ჯერ ადრეა „ექვსქულიან“ გამარჯვებაზე საუბარი, მაგრამ „უოტფორდსაც“ გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებენ და მაშინ თუ ასე მივუდგებით, ალალი აუტსაიდერი „ნორვიჩის“ დამარცხება მართლაც ექვსქულიანი ყოფილა.
დუბლი მიითვალა ისმაილა სარმა, ერთიც დასაწყისში გაიტანა ემანუელ დენისმა.
ჩისკო ძლიან ბედნიერი იყო: „ეს ერთი ნაბიჯია წინ. დღეს მართლაც შესანიშნავად ვითამაშეთ. ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტოქესაც აშკარად ვაჯობეთ.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail.
„უოტფორდი“ ახლა 6 ქულით მე-11 ადგილზეა. „ნორვიჩს“ კი ხუთივე წაგება აქვს
ინგლისი
პრემიერლიგა. მე-5 ტური
18 სექტემბერი
ლივერპული - კრისტალ პალასი 3:0
ლივერპული. „ენფილდი“
1:0 მანე (43), 2:0 სალაჰი (78), 3:0 კეიტა (89)
ლივერპული: ალისონი, მილნერი, კონატე, ვან დეიკი, ციმიკასი, ფაბინიო, ჰენდერსონი (ორიჯი 88), ალკანტარა (კეიტა 62), მანე, სალაჰი, ჟოტა (ჯონსი 76)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
კრისტალ პალასი: გუაიტა, უორდი, გეხი, ანდერსენი, მიტჩელი, კუაიატე (ოლისე 82), მაკარტური (რიდევალდი 65), გალახერი, აიუ, ზაჰა, ბენტეკე (ედუარი 65)
მწვრთნელი: პატრიკ ვიეირა
მსაჯი: ენდი მედლი
გაფრთხილება: ჰენდერსონი (40), ციმიკასი (75), სალაჰი (79); უორდი (83)
სიტი - საუთჰემპტონი 0:0
მანჩესტერი. „ეტიჰადი“
სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, აკე, კანსელუ, ფერნანდინიო (დე ბრუინი 65), გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა (ფოდენი 72), გრილიში, ჟეზუსი (მაჰრეზი 67), სტერლინგი
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
საუთჰემპტონი: მაკარტი, უოკერ-პიტერსი, ლივრამენტო (პერო 86), ბედნარეკი, სტივენსი (სალისუ 37), რომეუ, უორდ-პროუსი, ელიუნუსი, რედმონდი, ადამსი (ბროია 68), არმსტრონგი
მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი
მსაჯი: ჯონათან მოსი
გაფრთხილება: უოკერ-პიტერსი (53), ლივრამენტო (84)
ნორვიჩი - უოტფორდი 1:3
ნორვიცი. „ქეროუ როუდი“
0:1 დენისი (17), 1:1 პუკი (35), 1:2, 1:3 სარი (63, 83)
ნორვიჩი: კრული, ჰენლი, აარონსი, ქაბაქი, უილიამსი, მაკლინი, რაშიცა (აიდა 87), ნორმანი (კანტუელი 70), გილმორი, პუკი, სარჯენტი (ცოლისი 70)
მწვრთნელი: დანიელ ფარკე
უოტფორდი: ფოსტერი, როუზი, კეტკარტი, ფემენია (ნგაკია 60), ტროსტ-ეკონგი, სისოკო, კუცკა, კლევერლი (ეტებო 85), კინგი, დენისი (სემა 72), სარი
მწვრთნელი: ჩისკო
მსაჯი: რობერტ ჯონსი
გაფრთხილება: უილიამსი (90+5); კეტკარტი (37)
ბარნლი - არსენალი 0:1
0:1 ედეგორი (30)
ვულვზი - ბრენტფორდი 0:2
0:1 ტოუნი (28 პენ), 0:2 მბეუმო (34)
გაძევება: ბაპტისტი (65) - ბრენტფორდი
ასტონ ვილა - ევერტონი 3:0
1:0 კეში (66), 2:0 დინი (69 საკ. კარში), 3:0 ლეონ ბეილი (75)
19 სექტემბერი
ბრაიტონი - ლესტერი
ვესტ ჰემი - მანჩესტერი
ტოტენჰემი - ჩელსი