„ლივერპულმა“ პრემიერლიგის მე-5 ტურში, „ენფილდზე,“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. 43-ე წუთზე ანგარიში სადიო მანემ გახსნა, რომლისთვისაც ეს „ლივერპულის“ მაისურით გატანილი მე-100 გოლი გამოდგა.
78-ზე მოჰამედ სალაჰმა მეორე ბურთი შეაგდო ვირჯილ ვან დეიკის პასით.
წერტილი კი ნაბი კეიტამ დასვა 89-ე წუთზე.