ფეხბურთი

15:35 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩიც იდენტური ანგარიშით დაასრულა (+VIDEO)

დღეს საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშა. შეხვედრა, ორი დღის წინ რუსთავში გამართული მატჩის მსგავსად, ფრედ 2:2 დასრულდა.

მიხეილ მესხზე გამართულ მატჩში, ანგარიში 33-ე წუთზე გივი ხაჩიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. შეხვედრის მიწურულს კი, 95-ე წუთზე გიორგი ტაბატაძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს - 22, 25 და 28 ოქტომბერს უნგრეთში გამართავს.

0.119171