აკი ბაშოს თითქმის ნახევარი მიილია და ამ დროისთვის ლევან გორგაძეს მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული. ქართველი სუმოისტი შემოდგომის სუპერტურნირის მე-7 საშეჯიბრო დღეს მე-14 მაეგაშირა კაისეის გაეჯიბრა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ტოჩინოშინმა თითქმის ნახევარწუთიან შეხვედრაში მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და საბოლოოდ დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა. ეს აღნიშნული წყვილის 24-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ჩვენებურს 13 ორთაბრძოლა აქვს მოგებული და მე-11 შეხვედრა წააგო. უშუალოდ კაისეის ბალანსი კი მიმდინარე ბაშოზე 3:4-ზეა.
გორგაძის საქმე სექტემბრის ტურნირზე ძალიან გართულდა. დადებითიი ბალანსი ამ გადმოსახედიდან შეუძლებლად მოსჩანს, თუმცა, ქართველ გოლიათს თეორიული შანსი ჯერაც დარჩენილი აქვს. ამისთვის მას 8 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6-ის მოგება მართებს. ლევანის მომდევნო მეტოქე კი მე-15 მაეგაშირა იჩიიამამოტო იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვდა და მისი დამარცხება მოახერხა.