ფეხბურთი

23:29 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერბატოვი: "რონალდუს დაბრუნებით კავანი ბედნიერი არ არის"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დიმიტარ ბერბატოვმა „წითელ ეშმაკებში“ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ბულგარელის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდზე გავლენა უკვე მოახდინა და ედინსონ კავანი ბედნიერი აღარ არის. მან ასევე ისაუბრა დონი ვან დე ბეეკზე, რომესაც შანსი პრაქტიკულად არ ეძლევა.

„არ მიკვირს, რომ კრიშტიანუმ მაშინვე დაიწყო გუნდის თამაშზე გავლენის მოხდენა. სეზონის მსვლელობისას ის მხოლოდ უკეთესი გახდება და შეუძლებელია მისი გოლეადორობის უნარებზე კამათი. გულშემატკივრები მას გასულ შაბათს გულშემატკივრები კარგად შეხვდნენ და მათ მადლობა დუბლით გადაუხადა. საინტერესო იქნება იმის ნახვა, როგორ მოახერხებს სულშერი სხვა ფეხბურთელებისთვის კმაყოფილების მოტანას. ედინსონ კავანი ახლა ბედნიერი ნამდვილად არ არის. მან შესანიშნავად ჩაატარა გასული სეზონი, ახლა დაკარგა ადგილი შემადგენლობაში და ასევე დაკარგა 7 ნომერი. ვიმედოვნებ, სულშერს მასთან გულწრფელი საუბარი ჰქონდა გეგმების შესახებ.

ვან დე ბეეკს დრო ეწურება მანჩესტერული კარიერის გადასარჩენად. „იანგ ბოიზთან“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და შესვენებაზე შეცვალეს, ეს იყო ამ კლუბში მისი თავგადასავლის სიმბოლური მომენტი. თუ პირველივე წუთიდან იწყებს თამაშს, ცვლიან, თუ შეცვლიდან ერთვება, მხოლოდ 10 წუთს აძლევენ. მას არასდროს ექნება შანსი, რომ აჩვენოს, რისი გაკეთება შეუძლია. ეს იმედგაცრუებაა, რადგან „იუნაიტედმა“ ბევრი ფული გადაიხადა, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა დიდ ფულს მხოლოდ გულშემატკივრებისთვის თავის მოსაწონებლად ხარჯავ“, - თქვა ბერბატოვმა.

0.123464