ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დანი ალვეშმა „სან პაულუ“ ოფიციალურად დატოვა და 38 წლის მცველი ახალ გუნდს ეძებს.
ალვეშს „სან პაულუმ“ კონტრაქტი მას შემდეგ გაუწყვიტა, რაც ფეხბურთელი პროტესტის ნიშნად ვარჯიშზე უარს ამბობდა. დანი ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ კლუბში არ დაბრუნდება, რადგან მის მიმართ სახელფასო დავალიანება ჰქონდათ. საბოლოოდ, „სან პაულუმ“ ის შემადგენლობიდან გარიცხა.
დანი ალვეშმა „სან პაულუში“ 2019 წლიდან 95 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე მას პსჟ-ში, „იუვენტუსში“, „ბარსელონაში“, „სევილიასა“ და „ბაიაში“. ბრაზილიური მედიის ცნობით, ალვეშით ინტერესს "ფლამენგო" იჩენს.