ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას The New York Times-მა გაავრცელა.
წყაროს ცნობით, საქმე სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას ეხება, სადაც ამბობენ რომ ლეგენდარულ მოჭადრაკეს მამაკაცი მოჭადრაკე არასდროს შეხვედრია.
ნონა გაფრინდაშვილი მათ მისი მიღწევების დაკნინებაში ედავება და კომპენსაციის სახით დაახლოებით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. 80 წლის მოჭადრაკე ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვს.
სარჩელში ნათქვამია, რომ Netflix–მა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზნით, იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ.
Netflix-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად ნონა გაფრინდაშვილისადმი პატივისცემისა, მისი ბრალდებები უსაფუძვლოა.