ავტოსპორტი

3:04 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ მარტინმა“ მომავალი სეზონისთვის ფეტელი და სტროლი დაიტოვა

„ასტონ მარტინმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის პილოტებს არ ცვლის და მისი მანქანებით ისევ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი და ლანს სტროლი იასპარეზებენ.

ბრიტანულ გუნდს ორივესთან ხანგრძლივი პარტნიორობა სურს. სხვა თუ არაფერი, სტროლი გუნდის და კომპანია „ასტონ მარტინის“ მფლობელ ლოურენს სტოლის შვილია. რაც შეეხება ფეტელს, მისი გამოცდილება და სახელი, გუნდის განვითარებისთვის და ფინანსური უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სტროლისთვის მომავალი სეზონი გუნდში (რომელშიც მაშინ გადავიდა - 2019 წელს, როცა ფორს ინდიადან რეისინგ პოინტად გარდაიქმნა) მეოთხე იქნება. ფეტელი „ასტონ მარტინში“ წელს გადავიდა. ბაქოს რბოლა მან მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ამ სეზონში გუნდისთვის საუკეთესო შედეგია.

0.122672