ფეხბურთი

11:57 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის" ფეხბურთელის გოლი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში საუკეთესოა (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო გოლის ავტორი ტირასპოლის „შერიფის“ თავდამსხმელი ადამა ტრაორეა. უეფას გამოკითხვაში მალელმა თავდამსხმელმა გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ისტორიული გამოდგა, რადგან მოლდოვური ფეხბურთის ისტორიაში პირველი იყო ჩემპიონთა ლიგაზე.

მეორე ადგილი ჯორდან ჰენდერსონის გოლს, მესამე პოზიცია ანტე რებიჩმა დაიკავა, ხოლო მეოთხე საფეხურზე „ლაიფციგთან“ ჯეკ გრილიშის გატანილი გოლი გავიდა.

0.136559