საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა და 5 პოზიციით დაქვეითდა. ვილი სანიოლის გუნდი სექტემბერში ჩატარებული წარუმატებელი მატჩების შემდეგ 96-ე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრები რეიტინგში უკვე ვიეტმანის ნაკრებსაც ჩამორჩა, რომელმაც გადაასწრო, ხოლო მცირედით უსწრებს ლიბანისა და ყირგიზეთის ნაკრებებს.
...94. ლუქსემბურგი - 1244 ქულა
95. ვიეტნამი - 1244 ქულა
96. საქართველო - 1240 ქულა
97. ლიბანი - 1233 ქულა
98. ყირგიზეთი - 1230 ქულა
აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ოქტომბერში საბერძნეთს შეხვდება, რომელიც 46-ე საფეხურზეა, ხოლო მერე კოსოვოს სტუმრად დაუპირისპირდება და ეს გუნდი 109-ე ადგილს იკავებს.
და ბოლოს, საუკეთესო ათეული, რომელშიც ინგლისის ნაკრები მესამე ადგილზე აღზევდა და საფრანგეთის ნაკრებს გადაუსწრო. პორტუგალიამ მეშვიდე საფეხურზე ესპანეთი ჩაანაცვლა, ხოლო ათეულში შევიდა დანიის ნაკრები, რომელმაც აშშ-ს ადგილი დაიკავა.
1. ბელგია - 1832 ქულა
2. ბრაზილია - 1811 ქულა
3. ინგლისი - 1755 ქულა
4. საფრანგეთი - 1754 ქულა
5. იტალია - 1735 ქულა
6. არგენტინა - 1725 ქულა
7. პორტუგალია - 1674 ქულა
8. ესპანეთი - 1673 ქულა
9. მექსიკა - 1666 ქულა
10. დანია - 1658 ქულა
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში კოსოვოსთან (0:1), ესპანეთთან (0:4) და ბულგარეთთან (1:4) წააგო.