„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, შესაძლოა, თანამდებობიდან სექტემბრის ბოლომდე დაითხოვონ - გვამცნობს Cuatro.
სექტემბერში „ბარსელონა“ ოთხ მატჩს გამართავს: „გრანადასთან,“ „კადისთან,“ და „ლევანტესთან“ პრიმერაში და „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე. თუ შედეგი დადებითი არ იქნა, დიდი ალბათობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითებენ.
კუმანს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.