ბურუნდელმა ფრანსინ ნიიონსაბამ სეზონი მსოფლიო რეკორდით დაასრულა. მორბენლმა, ვინც ახლახანს, 5 000 მეტრზე სირბილში, ბრილიანტის ლიგის ჩემპიონის წოდება მოიპოვა, ზაგრებში, კონტინენტურ ტურზე ასპარეზობისას, 2 000 მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდი (5 წუთი და 21.56 წამი) გააუმჯობესა.
28 წლის მორბენალმა ძველ რეკორდს თითქმის 4 წამი მოაკლო. იმავდროულად, მანვე ჭერქვეშა არენების ძველი რეკორდი ორი წამითაც გააუმჯობესა. პირველი ირლანდიელ სონია ო’სალივენს 1994 წელს ჰქონდა დამყარებული, მეორე კი - ეთიოპიელ გენზებე დიბაბას 2017 წელს ჰქონდა დამყარებული.
ნიიონსაბამ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე, 800 მეტრზე სირბილში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მაგრამ ამ დისტანციაზე ასპარეზობის უფლება აღარ აქვს, რადგან ორგანიზმში ტესტოსტერონის ბუნებრივად მაღალი დონე აღმოაჩნდა.
ამის გამო, ის 5 000 მეტრზე გადავიდა. ტოკიოში მან მედლისთვის ბრძოლაც ვერ შეძლო, რადგან წინასწარი გარბენისას, მსაჯებმა სხვის ზოლში გადასვლა დაუფიქსირეს და ამის გამო, შეჯიბრიდან მოხსნეს. მოგვინებით, ნიიონსაბამ 10 000 მეტრზე იასპარეზა, მაგრამ მეხუთე ადგილს დასჯერდა და მედლის გარეშე დარჩა.