ინგლისის ეროვნული ნაკრების უკანახაზელის დეკლან რაისის სანაცვლოდ ლონდონის "ვესტ ჰემი" 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას football.london-ი ავრცელებს. ფეხბურთელის ტრანსფერით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებული.
რაისმა წამყვანი კლუბების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. "სამი ლომის" მაისურით 2019 წლიდან მოყოლებული დეკლანმა 26 მატჩი ჩაატარა, ხოლო "ვესტ ჰემის" რიგებში რეგულარულად თამაშობს. 22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.