ფეხბურთი

14:44 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "მესის გარეშე "ბარსელონა" უსულოდ დარჩა"

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ლიონელ მესის გარეშე ესპანური გუნდი სულის გარეშე დარჩა.

„ბაიერნმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. ჯერ ადრეა ფავორიტებზე საუბარი. „ბარსელონა“ მესის გარეშე უსულოდ გამოიყურება. მათ რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ ვალდებულები იყვნენ, რომ ის გაესხვისებინათ. ესპანეთის ლიგამ ავტოგოლი გაიტანა მესის დაკარგვით.

რონალდუ? ის ფენომენია, 36 წლისაა და 20 წლიდან უმაღლეს დონეზე თამაშობს. გავიხსენებ ეპიზოდს, როცა ტურინში ვიყავი. მოულოდნელად ის კარს უკან დადგა და ხელები მაღლა აღმართა, მე კი ვკითხე, რას აკეთებ? მიპასუხა: „ვვარჯიშობ ჩემი მომდევნო გოლის აღსანიშნავად“, - თქვა რუმენიგემ.

0.124418